суббота, 4 июня 2016 г.

ტრენინგის 9 დღე

განვიხილეთ მოდულები და აქტივობები. გავეცანით შეფასების სახეებს. ვისწავლეთ უკუკავშირის მეშვეობით კომენტარების გაკეთება, ჩვენი პროექტისთვის პრეზენტაციის შექმნა. გავეცანით საავტორო უფლებებს.
    ვისაუბრეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩვენს თემაში კვლევის კოლაბორაციის და კომუნიკაციისათვის. დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომები და დავგეგმეთ ჩვენი  სავარაუდო ნაშრომი. ვისწავლეთ ვირტუალური სივრცის  გამოყენება და პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ვისაუბრეთ იმაზე, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის  ჩართვა   შეფასების პროცესში. გავეცანით შეფასების გეგმებს, სქემებს , ჩეკლისტებს.
   აგრეთვე განვიხილეთ პრეზენტაცია სპეციალური საჭიროების მქონე  მოსწავლეებზე. ვნახეთ პრეზენტააცია „გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი“. მოვამზადეთ და წარვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები. შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი. ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. გავაკეთეთ უკუკავშირი.
      ძალიან კმაყოფილი ვარ  ინტელის შესწავლით. დარწმუნებული ვარ, რომ  ინტელის გამოყენება უფრო ეფექტურს  გახდის სასწავლო პროცესს და განუვითარებს მაღალი  დონის სააზროვნო უნარებს.

      შევეცდები გამოვიყენო შესწავლილი. განსაკუთრებით მომეწონა შეფასების  პრინციპები.
ტრენინგის 8დღე 

განვიხილეთ პრეზენტაცია სპეციალური საჭიროების მქონე  მოსწავლეებზე. ვნახეთ პრეზენტაცია "გარდნერის მრავალმხრივი  ინტელექტი". ჩვენ გეგმებში შევიტანეთ შესწორებები. სსმუ -ს დაკავშირებით განვიხილეთ  7 მოდული. შევადგინეთ ფასილიტაციის  ნიმუშები. გადავხედეთ ჩვენს  საქაღალდეს და დავასრულეთ.



ტრენინგი 9 დღ

ვისაუბრეთ, თუ როგორ მოვამზადოთ და წარვადგინოთ ჩვენი ნამუშევრები.შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი. ვნახეთ ერთმანეთის  პრეზენტაციები. გავაკეთეთ უკუკავშირი. განვიხილეთ მოდული 8.
ტრენინგის 7 დღე

ავტვირთეთ მოსწავლის ნაშრომი. დავათვალიერეთ ერთმანეთის ნაშრომები, გავითვალისწინეთ დეტალები, უკუკავშირი გავაკეთეთ. ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს მოსწავლის ნაშრომების გასაუმჯობესებლად.
 ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ჩართვა შეფასების პროცესში. გავეცანით  შეფასების  გეგმებს, სქემებს, შევარჩიეთ  ჩვენი პროექტისთვის საჭირო დეტალები. გავეცანით ჩეკლისტებს. ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლებაზე. გავიარეთ მოდული 5.

воскресенье, 29 мая 2016 г.

მე-6   დღე .     ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი  ჩვენს თემაში კვლევის კოლაბორაციის და კომუნიკაციისათვის. ასევე ვისაუბრეთ როგორ დაეხმარება  ინტერნეტის გამოყენება 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების  განვითარებაში.  განვიხილეთ მოდული 4, დავათვალიერეთ მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომები. განვიხილეთ და დავგეგმეთ  ჩვენი სავარაუდო ნაშრომი, განვიხილეთ პროცედურების დაწერა.  ვისწავლეთ ვირტუალური სივრცის გამოყენება და პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.




воскресенье, 24 апреля 2016 г.

5 დღე.
გავეცანი რჩევებს უკუკავშირზე ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.  აგრეთვე  სურათების ატვირთვა .  გავაკეთეთ პრეზენტაციები. და ვისწავლეთ ჩვენი პროექტისათვის პრეზენტაციის შექმნა. გავეცანი საავტორო უფლებეს.საინტერესო დღე იყო. გაუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები

воскресенье, 17 апреля 2016 г.

ტრენინგის 4 დღე

მოდული 2, აგტივობა 3.    გავეცანი შეფასების  სახეებს  ანუ მიმდინარე, განმავითარებელი, შემაჯამებელი.  მთავარია მოსწავლის საბოლოო პროექტი იყოს დამაკმაყოფილიბელი და გავიდეს უკეთეს შედეგზე.  

გავეცანი  და ვისწავლე ჩეკისტის შედგენა, რასა მოჰყვება შეფასების  დროის ჩარჩო.

ერთმანეთის ნაშრომებს გავეცანით  და  მოვახდინეთ გარკვეული შეფასება.
ტრენინგის 3 დღე

გავეცანი განახლებულ ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს. გავეცანი მიმართულების მიმცემი  კითხვების დასმის უნარს, ანუ  ზოგადი, თემაატური და შინაარსობრივი.ზოგადი  შეკითხვები აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას, თემატური ხელს უწყობს  სასწავლო  მიზნების  დადგენას, შინაარსობრივი ამოწმებს ცოდნას.



ტრენინგის 1-2 დღე

დავიწყე ინტელის ტრენინგი.საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. გავეცანი ინტელის წიგნის შესწავლას, მასში მუშაობას, ასეთი წიგნით არასდროს მიმუსავია, საკმაოდ მარტივი და საინტერესო აღმოჩნდა.ვნახე სხვადასხვა პროექტები, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ.რაც ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.დავათვალიერეთ სხვადასხვა ბროშურის ,გაზეთების ნიმუსები, ვისწავლე სხვადასხვა მოქმედებები პროგრამა ვორდში, რომელიც დამეხმარება  ბუკლეტების შექმნაში,შევქმენი საკუთარი საქაღალდეები. ვისწავლე  დაშევქმენი ბლოგი,,რაც ძალიან მაინტერესებდა და საინტერესო აღმოჩნდა