суббота, 4 июня 2016 г.

ტრენინგის 9 დღე

განვიხილეთ მოდულები და აქტივობები. გავეცანით შეფასების სახეებს. ვისწავლეთ უკუკავშირის მეშვეობით კომენტარების გაკეთება, ჩვენი პროექტისთვის პრეზენტაციის შექმნა. გავეცანით საავტორო უფლებებს.
    ვისაუბრეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩვენს თემაში კვლევის კოლაბორაციის და კომუნიკაციისათვის. დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომები და დავგეგმეთ ჩვენი  სავარაუდო ნაშრომი. ვისწავლეთ ვირტუალური სივრცის  გამოყენება და პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ვისაუბრეთ იმაზე, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის  ჩართვა   შეფასების პროცესში. გავეცანით შეფასების გეგმებს, სქემებს , ჩეკლისტებს.
   აგრეთვე განვიხილეთ პრეზენტაცია სპეციალური საჭიროების მქონე  მოსწავლეებზე. ვნახეთ პრეზენტააცია „გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი“. მოვამზადეთ და წარვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები. შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი. ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. გავაკეთეთ უკუკავშირი.
      ძალიან კმაყოფილი ვარ  ინტელის შესწავლით. დარწმუნებული ვარ, რომ  ინტელის გამოყენება უფრო ეფექტურს  გახდის სასწავლო პროცესს და განუვითარებს მაღალი  დონის სააზროვნო უნარებს.

      შევეცდები გამოვიყენო შესწავლილი. განსაკუთრებით მომეწონა შეფასების  პრინციპები.

2 комментария:

  1. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან თანამშრომლობა. გისურვებ წარმატებებს

    ОтветитьУдалить
  2. Я познакомилась с вашим проектом. Было очень интересно. Актуальная тема, интересные презентации. Видно, что проделана большая работа. Желаю успехов и удачи. Ната.

    ОтветитьУдалить